14 ივლისს,კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით და კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, ,,კავკასიის უნივერსიტეტსა'' და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხელი შეუწყოს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებას მათთვის სტაჟირების, პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით ან დასაქმებით.