სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობია Nispacee-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად მეორე ვადით აირჩიეს

27 ოქტომბერი 2021

ლიუბლიანაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (Nispacee) 29-ე ყოველწლიური კონფერენციის პარალელურად გაიმართა Nispacee-ის ქსელის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლების ბიზნეს შეხვედრა. შეხვედრაზე ჩატარდა საორგანიზაციო კომიტეტის წევრების ხელახალი არჩევნები. კენჭისყრაში მონაწილეობდა ორგანიზაციის 20-ზე მეტი წევრი. ეკა აკობიას კანდიდატურა ერთხმად იქნა არჩეული. იგი შემდგომი 3 წლის ვადით გააგრძელებს ქსელის საორგანიზაციო კომიტეტში მუშაობას.

 

კომიტეტის მიზანია სამდივნოსთან ერთად Nispacee-ის  საქმიანობის წარმართვა, მათ შორის ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზება.