კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის XV სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - 2024

4 ივნისი 2024

3 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა სახელმწიფო მართვის  სკოლის რიგით XV სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.

 

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობისა და საჯარო მმართველობის აქტუალური მიმართულებების გაშუქება და სტუდენტების წახალისება, ჩაერთონ აკადემიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

 

მოხსენებები მოისმინეს და სტუდენტებს განმავითარებელი შეფასებები მისცეს აკადემიური ჟიურის წარმომადგენლებმა, შემდეგი შემადგენლობით: ეკა აკობია- სახელმწფო მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი; ემირ ეთერია-სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი, ნანა ფირცხელანი-სახელმწიფო მართვის სკოლის  ასოცირებული პროფესორი, გიორგი ცხადაია-სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი,

 

კონფერენციაზე წარდგენილ იქნა 7 მოხსენება:

 

ლიზი ლაზარაშვილი, თათია უშიკიშვილი. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი:

 

  • თემა:დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტთა ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასება: სსიპ სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი გიორგი ბობღიაშვილი.

 

გრეტა ბერიძე, გელა სალთხუციშვილი. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი:

 

  • თემა:დეოლიგარქიზაცია პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი გიორგი ბობღიაშვილი. ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი გიორგი ბობღიაშვილი.

 

ნუცა ბახია, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, II კურსი:

 

  • თემა:The Rise of Cyber Diplomacy:  International Cooperation in Addressing Cyber Threats ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი თათია ჩიხლაძე. 

 

თამარი გოგუაძე, საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა, III კურსი;

ნინო კობახიძე, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი:

 

  • თემა: საქართველოში ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების დანერგვის შეფასება სერვისების მიწოდების მიმართულებით ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი გიორგი ბობღიაშვილი. 

 

ნინი ტყაბლაძე, მარიამ სიხარულიძე.   დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, II  კურსი:

 

  • თემა: აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ირანთან მიმართებაში ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის მაგალითზე. ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი რატი თვალავაძე.

 

გიორგი გოგრიაშვილი. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, II კურსი:

 

  • თემა: უიარაღო ოკუპაცია: 21-ე საუკუნის რუსეთის ჰიბრიდული, ექსპანსიონისტური და ტექნოკრატიული პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში. ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი თამაზ ახობაძე.

 

ნელი ხვედელიძე, სოფო ვახტანგიშვილი. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი:

 

  • თემა: ისრაელ-პალესტინის 2023 წლის განახლებული ომი: ჰამასის მიერ განხორციელებული ქმედების მიღმა არსებული რეალური მოტივები და თავდასხმისთვის შერჩეული დროის რაციონალურობა. ხელმძღვანელი ასისტენტ-პროფესორი გიორგი გოგუაძე.

 

კონფერენციაზე საპრიზო ადგილები მიენიჭათ შემდეგ მომხსენებლებს:

 

  • I ადგილი- ლიზი ლაზარაშვილი, თათია უშიკიშვილი.
  • II ადგილი - გრეტა ბერიძე, გელა სალთხუციშვილი.
  • III ადგილი - ნუცა ბახია.