JCI საქართველოს წარმომადგენლების ვიზიტი ბათუმის ტურიზმის სკოლაში

19 მაისი 2015
, რომელთაც აღნიშნული ორგანიზაციისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

JCI არის წევრებზე დაფუძნებული არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია 200 000 ახალგაზრდა ადამიანით მსოფლიოს 123 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რომლის წევრები აქტიურად საქმიანობენ თბილისში. ახლო მომავალში იგეგმება წარმომადგენლობის გახსნა ბათუმშიც. შეხვედრის მთავარ მიზანს სწორედ სტუდენტების აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და მათი გააქტიურება წარმოადგენდა.

JCI-ის მისიაა უზრუნველყოს შესაძლებლობები განვითარებისათვის, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს განახორციელონ დადებითი ცვლილებები საზოგადოებაში.

აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებია: მშვიდობის კონფერენცია, ქალთა გაძლიერების კონფერენცია, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პროექტი, ბიზნეს კონფერენცია, ადამიანის უფლებები და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სესიების ციკლი "წარმატების გზა" და პროექტი მოლაპარაკების წარმოებაზე სხეულის ენის გამოყენებით.


{phocagallery view=category|categoryid=677|limitstart=0|limitcount=0}