5 მარტს, კავკასიის ტურიზმის სკოლის ორგანიზებით უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - „ციფრული ტრანსფორმაცია სასტუმროებში“. ლექციას უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მილა კოპალეიშვილი, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური სტრატეგიების სპეციალისტია.
მილა ოთხი წელია, ჩართულია სასტუმროსა და ტურიზმის ინდუსტრიაში და არის დეველოპერული კომპანია „ორბის” გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი „რედისონ ბლუ“-ს პროექტში. და, ასევე გახლავთ ახალგაზრდა ევროპელი ელჩი.
საჯარო ლექციაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ტექნოლოგიების მნიშვნელობა სასტუმრო ინდუსტრიაში, თვითმომსახურება, ხელოვნური ინტელექტი და მეტავერსი; სპიკერმა რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით ისაუბრა იმ გამოწვევებზე და რისკებზე, რაც ციფრულ ტრანსფორმაციას ახლავს.
ლექციას ესწრებოდნენ ტურიზმის სკოლის სტუდენტები, ადმინისტრაცია, პროფესორები და ამ საკითხით დაინტერესებული სხვა პირები.
კავკასიის ტურიზმის სკოლა უკვე მრავალი წელია სთავაზობს სტუდენტებს და ლექტორებს ტურიზმის თემატიკის საჯარო ლექციების ციკლს.