ტურისტული სემინარი ქალაქ პარნუში (ესტონეთი)

10 მაისი 2012

ზემოთაღნიშნულ სემინარს მასპინძლობდა ესტონური მხარე ტარტუს უნივერსიტეტის სახელით. სემინარს ესწრებოდნენ უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და ტურისტული სექტორიდან.

ეს პროექტი განხორცილდა სამ ეტაპად კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში:

  • აგვისტო 2011 – კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტების გაგზავნა პარნუს კოლეჯის (ტარტუს უნივერსიტეტი) საზაფხულო სკოლაში;
  • თებერვალი 2012 – ტარტუს უნივერსიტეტის, პარნუს ტურისტული ბიზნესისა და პარნუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მასპინძლობა ქალაქ ბათუმში, რომლის დროსაც ჩატარდა სემინარი თემაზე „ტურიზმის მარკეტინგი და PR";
  • მაისი 2012 – ქართული დელეგაციის გამგზავრება ქალაქ პარნუში ტურისტულ სემინარზე.


ქალაქ პარნუში სემინარს ესწრებოდნენ:

 

  1. მელორ მშვიდობაძე – კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი,
  2. ქეთი ქუთათელი – კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერი,
  3. თაკო ახალბედაშვილი – Smart System Holidays Georgia–ს დირექტორი,
  4. ელენე ინაური – ტურ–ოპერატორ Levon Travel-ის აგენტი,
  5. დავით მახარაძე – აჭარის ტურიზმისა და კურორტების ეროვნული სააგენტოს წამყვანი სპეციალისტი.


სემინარის დასასრულს მონაწილე მხარეები ფრიად კმაყოფილები დარჩნენ განხორციელებული პროექტით და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც.