მიღების წესები

 

მიღების წესი

 

კავკასიის ტურიზმის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

 

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის  წარმატებით ჩაბარება;
  • კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტურიზმის სკოლის სპეციალობასთან რელევანტური მისაღები გამოცდის წარმატებით გავლა (მოიცავს ინგლისურის გააზრებისა და წერის კომპონენტებს B2 დონის შესაბამისად და ზოგად ლოგიკურ და რაოდენობრივი მსჯელობის კითხვებს; ინდივიდი შეიძლება განთავისუფლდეს მოცემული პირობისაგან, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ტურიზმის სკოლის სამაგისტრო მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  • დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • ნიშნების ფურცელი
  • რეზიუმე
  • 2 ცალი პასპორტის ფოტოსურათი (იგივე ჩაწერილი CD-ზე)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის)
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარათი
  • სამოტივაციო წერილი
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

 

თარიღები:

 

  • საბუთების მიღება: 26-31 აგვისტო, 2024 (B26 ოთახი)
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან: 5-6 სექტემბერი,2024
  • ტესტირება ინგლისურ ენაში: 11 სექტემბერი, 2024

 

სწავლის საფასური წლიურად:

 

  • საქართველოს მოქალაქეებისთვის - 7500$
  • არარეზიდენტებისთვის - 10000$

 

სტუდენტების რაოდენობა: 20.