ტაო-კლარჯეთის ქართული დიალექტები

ტაო-კლარჯეთის ქართული დიალექტების ხატოანი სიტყვა-თქმანი

 

პროექტის მიზანია გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფ ტაო-კალჯეთის ქართულ დიალექტებში (ტაოური, იმერხეული (შავშური), ლივანური, მაჭახლური) ფრაზოლოგიზმების შეგროვება და მათი კვლევა,  უკვე არსებულ ტექსტებზე დაყრდნობით. პროექტის ფარგლებში დამუშავებული მასალა გამოქვეყნდება მონოგრაფიის სახით, სადაც პირველი ნაწილი დაეთმობა კვლევით კომპონენტს, ხოლო მეორე  ნაწილში წარმოდგენილი იქნება ფრაზეოლოგიური ლექსიკონი (რომელშიც წარმოდგენილი იქნება აღნიშნულ დიალექტებში არსებული ყველა ფრაზოლოგიზმი, თანამედროვე კვლევის მეთოდოლოგიით შესრულებული). გარდა მონოგრაფიისა, აღსანიშნავია, რომ კვლევის პროცესში გარკვეული საკითხები დაიბეჭდება სტატიის სახით (საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში) და ზოგიერთი საკითხი განხილული იქნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც უშუალოდ ეხება რეგიონის კვლევას სხვადასხვა მიმართულებით.

 

პროექტის ხელმძღვანელი ხატია ჯანგავაძე, კვლევა დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.