გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, მოვინახულებთ - „საქართველოს სინაიდ წოდებულ 12 მონასტერს“, დავაკვირდებით და გავშიფრავთ წარწერებს, გავხსნით ქარაგმებს; შევისწავლით ენობრივ სიტუაციას, გვექნება საჯარო ლექციები; სტუდენტები „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ტექსტის დეკლარირებით გააცოცხლებენ ეპოქას... სპეციალური დიალექტოლოგიური კითხვარის მიხედვით ვგეგმავთ საველე სამუშაოებს და ჩავიწერთ მასალას, რომლის ციფრული ვერსია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მკვლევრისათვის. ჩვენი ექსპედიცია იქნება მულტიდისციპლინური, რომლის შედეგებსაც სპეციალური სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში წარვადგენთ, გამოვცემთ კრებულსაც.

 

პროექტის ხელმძღვანელი მარიამ მანჯგალაძე, კვლევა დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.