უსაფრთხო მრავალშრიანი '5G და მომდევნო' ქსელების განვითარების მეთოდოლოგია საქართველოში აბონენტთა სპეციალური ჯგუფების საჭიროებებისთვის
პეციალური მომხმარებლების (სამხედრო, პოლიციის, მეხანძრეების და ა.შ.) თვალსაზრისით, 5G– ის მაღალი გამტარუნარიანობა, დაბალი შეყოვნება და მაღალი საიმედოობა, გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად ერთდროულად მრავალი აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. „5G და მომდევნო“ ტექნოლოგია ასეთ მომხმარებლებს სასიციცხლო მნიშვნელობის მქონე კომუნიკაციების დამყარების საშუალებას აძლევს. იმის გამო, რომ სპეციალური მომხმარებლები ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მეტ სენსორებს ფლობენ და ყავთ ბევრი მომხმარებელი, შესაძლოა წარმოიშვას დამატებითი ოპერაციული საჭიროებები, მაგალითად კიბერუსაფრთხოების მაღალი დონე, რაც თავის მხრივ მოითხოვს განსხვავებულ უსაფრტხოების დონეს, გამოყენების სხვა და სხვა შემთხვევებისთვის (URLLC, eMBB და ა.შ.).
არსებული 5G საკომუნიკაციო სისტემები სრულად ვერ უზრუნველყოფენ სამთავრობო მიერ ხაზების გადაცემული მონაცემების მომსახურების ხარისხით მომსახურებას და უსაფრთხოებას, ნივთების ინტერნეტის კონცეფციის ფართო გამოყენების ფონზე, ასევე საომარი მოქმედებების, ჰიბრიდული ომის და კიბერომის კონტექსტში. 5G ზრდის გარკვეული სერვისების მრავალფეროვნებას და ასშტაბურობას, ამავდროულად აწყდება უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მრავალფეროვან საფრთხეებს როგორც შიდა, ისე გარე თავდამსხმელებისგან. ეს ყველაფერი მიუთითებს 5G ქსელების დაგეგმვისას გამოყენებული მეთოდების დაბალ ეფექტურობაზე, მონაცემთა მაქსიმალურად უსაფრთხოდ გადაცემისთვის გამოყენებული უსაფრთხოების ტექნოლოგიების არასრულყოფილებაზე, კიბერ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების უნარის არარსებობაზე და ა.შ. ამგვარად, ფიჭური ქსელების უსაფრთხოების სისტემების მეცნიერულ საფუძვლებზე დაგეგმვა და ოპტიმიზაცია, რომლებიც დასახული ეფექტურობის მაჩვენებლებით უზრუნველყოფენ სერვისებით აბონენტების სპეციალურ ჯგუფებს, (გადაცემის სიჩქარე, დაყოვნება, გადაცემული მონაცემების უსაფრთხოება) არის ძალიან რთული სამეცნიერო, ტექნიკური და ეკონომიკური პრობლემა. ამ პრობლემის გადაჭრა საინფორმაციო ინფრასტრუქტურის შექმნის საშუალებას მოგვცემს, რომელიც აკმაყოფილებს განვითარებული მსოფლიოს საინფორმაციო საზოგადოების საჭიროებებს. ამიტომ, აუცილებელია საქართველოში „5G და მომდევნო“ კონცეფციაზე დაფუძნებული სამთავრობო რადიო ქსელის განლაგების მეთოდოლოგიის შემუშავება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, ასევე გადაცემული მონაცემების უსაფრთხოებას.
ამიტომ, ეს პროექტი მიზნად ისახავს AI-ზე დაფუძნებული უსაფრთხო ქსელის სეგმენტაციის მართვის გადაწყვეტილებების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს, რომლებიც ტრადიციულად მოიცავს კონფიდენციალურობას, ავთენტიფიკაციას, ავტორიზაციას, ხელმისაწვდომობასა და მთლიანობას. ეს მიიღწევა შემდეგი გზით:
- სპეციალური მომხმარებლების საკომუნიკაციო ჯგუფების განსაზღვრა; „5G და მომდევნო“ ქსელის სეგმენტების უსაფრთხოების ძირითადი ინდიკატორების შეფასების მეთოდის შემუშავება;
- ავტომატური „5G და მომდევნო“ ქსელის სეგმენტების შეღწევადობის ტესტირების მეთოდის შემუშავება; AI-ზე დაფუძნებული დაშიფვრის მეთოდების ეკოსისტემის შემუშავება „5G და მომდევნო“ ფიჭური ქსელებისთვის;
- პოსტკვანტური უსაფრთხო სქემის ინტეგრაცია „5G და მომდევნო“ იდენტიფიკაციის სტადიაში;
- კვანტური გასაღების განაწილების მეთოდების მიდგომების დახვეწა „5G და მომდევნო“ დაცული ქსელების შესაბამისი ქსელის სეგმენტებისთვის;
- შემუშავებული გადაწყვეტილებების ტესტირება და ვალიდაცია.
- პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის გრანტით დაფინანსების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი რომან ოდარჩენკო