სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა კავკასიის უნივერსიტეტის პროექტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“.
პროექტის ხანგრძლივობა:
2023 წლის 20 დეკემბერი - 2025 წლის 20 დეკემბერი.
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების შემუშავება. კვლევა განხორციელდება შემდეგი სტრატეგიით/მიმართულებებით:
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული საერთაშორისო კანონმდებლობის ანალიზი (ბავშვის უფლებათა კონვენცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მინიმალური სტანდარტული წესები, ე.წ. „პეკინური წესები“, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრინციპები, ე.წ. „რიადის პრინციპები“);
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების და საერთო სასამართლოების განაჩენთა ანალიზი;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მუხლობრივი კომენტარი.
კავკასიის უნივერსიტეტიდან პროექტში მონაწილეობს:
- პროექტის ხელმძღვანელი - ლევან დარბაიძე, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, მოსამართლე
- პროექტის კოორდინატორი - ლევან მოსახლიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.