2021 წლის მარტში გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სტატიების კრებული, რომელიც საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებათა შესწავლას წარმოადგენს. კვლევის პროცესში აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩართულები იყვნენ სამართლის სკოლის სტუდენტები.
კრებულში წარმოდგენილია სამეცნიერო ნაშრომები სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
კრებული გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში, პროექტის ხელმძღვანელია სამართლის სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი სოფიო შენგელია.
სასამართლო გადაწყვეტილებათა კრებული
ახალი ეპოქის დასაწყისი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921);
კრებულის რედაქტორი - გურანდა ჭელიძე
2020 წლის მარტში გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - ცვალებადი პოლიტიკურ-ეკონომიკური ტექნოლოგიური ლანდშაპტი და მისი გავლენა ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე მოხსენებების კრებული.
კავკასიის უნივერსიტეტმა გამოსცა საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის დარგში გამართული პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის – „გაზრდილი გამჭვირვალობა და ფინანსურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“ – მასალები. კონფერენცია მიეძღვნა საქართველოში მიმდინარე ბუღალტერიისა და აუდიტის რეფორმას. კრებული ფარავს ქართველი და უცხოელი პროფესორებისა და დარგის ექსპერტების ნაშრომებს. მასში ასევე მოცემულია ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების ნაშრომების აბსტრაქტები.
კონფერენცია დაფინანსებულ იქნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (გრანტის ნომერი: MG-ISE-19-223; პროექტის ხელმძღვანელი: ერეკლე პირველი), მხარდაჭერილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და რეფორმების მხარდამჭერი ფონდის მიერ და გამართულ იქნა კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე.
სარედაქციო კოლეგია:
პროფესორი ერეკლე პირველი (მთავარი რედაქტორი), პროფესორი იოჰენ ციმერმანი.
კრებული გამოიცა 2019 წლის 8 აგვისტოს.
კავკასიის უნივერსიტეტმა გამოსცა რიგით მე-8 სამეცნიერო შრომების კრებული, სადაც წარმოდგენილია როგორც კავკასიის უნივერსიტეტის სკოლების, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების სხვადასხვა თაობის მკვლევართა გამორჩეული სტატიები.
სარედაქციო კოლეგია:
პროფ. შალვა მაჭავარიანი (მთავარი რედაქტორი), პროფ. გურამ ლეჟავა, პროფ. ნუგზარ სხირტლაძე, პროფ. თეიმურაზ ხუციშვილი, პროფ. ინდრეკ იაკობსონი, პროფ. ვახტანგ სურგულაძე, თათია ღერკენაშვილი (რედაქტორის მოადგილე).
კრებული გამოიცა: 2017 წლის 10 მაისს.
- აშშ–ში ,,Business Expert Press''-ის მიერ გამოიცა კრებული ,,Strategies for University Management''. კრებული წარმოადგენს გზამკლვევს საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმატებული მართვისთვის. იგი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორთა, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, პროფ. კახა შენგელიასა და ამავე უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტის პროფ. შალვა მაჭავარიანის ერთობლივ ნამუშევარს.
კრებული გამოიცა 2016 წელს: ,,Business and Academic Linkages: The Case of Georgia''. (Chapter 6. pp.83-95).
კავკასიის უნივერსიტეტმა გამოსცა სამეცნიერო შრომების კრებული. მასში წარმოდგენილია როგორც კავკასიის უნივერსიტეტში შემავალი სკოლების, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების მკვლევარების ნაშრომები, რომლებიც მოიცავენ აქტუალური საკითხების ფართო სპექტრს.
სარედაქციო კოლეგია: პროფ. შალვა მაჭავარიანი (მთავარი რედაქტორი), პროფ. გურამ ლეჟავა, პროფ. თეიმურაზ ხუციშვილი, პროფ. ინდრეკ იაკობსონი, თათია ღერკენაშვილი (რედაქტორის მოადგილე).
კრებული გამოიცა 2015 წლის 20 ოქტომბერს.
პროფ. გიორგი ღაღანიძის პუბლიკაცია: ’’საქართველოს საექსპორტო პოტენციალის მენეჯმენტის აქტუალური საკითხები’’: დანართი 1
დანართი 2
პროფ. გიორგი ღაღანიძის პუბლიკაცია: ’’კონკურენტული უპირატესობის საკითხები, კვლევის საკითხები".
კავკასიის უნივერსიტეტმა გამოსცა სამეცნიერო შრომების კრებული. 180 გვერდიან სამეცნიერო კრებულში სულ ოცი ნაშრომია გაერთიანებული, რომელთა ავტორები არიან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის, ასევე მისი პარტნიორი უნივერსიტეტების მკლევარები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. კრებულში თავმოყრილია, საქართველოში საუნივერსიტეტო მეცნიერების განვითარების საჭირბოროტო საკითხები, ეროვნული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის უცნობი ფაქტები, და სხვა.
გამოცემის რედაქტორი: პროფესორი შალვა მაჭავარიანი, ტექნიკური რედაქტორი – ნათია ამილახვარი.
კრებული გამოიცა 2013 წელს.
კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის თაოსნობით გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელთა სამეცნიერო ნაშრომების კრებული.
კრებული აერთიანებს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორთა 21 ნაშრომს.
სარედაქციო კოლეგია: შალვა მაჭავარიანი (თავმჯდომარე), ნათია ამილახვარი (მდივანი). რეცენზენტები: გიორგი ღაღანიძე, თამაზ ნუცუბიძე, არჩილ ლორია, ალექსანდრე მილნიკოვი.
კრებული გამოიცა 2012 წელს.
კავკასიის უნივერსიტეტმა გამოსცა სამეცნიერო შრომების კრებული, რომელიც მიეძღვნა კავკასიის უნივერსიტეტის 10 წლის იუბილეს. კრებულში შესულია კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო ნაშრომები.
სარედაქციო კოლეგია:
შალვა მაჭავარიანი (თავმჯდომარე), ნათია ამილახვარი (მდივანი), რეცენზენტები: გიორგი ღაღანიძე, თამაზ ნუცუბიძე, არჩილ ლორია, ალექსანდრე მილნიკოვი.
კრებული გამოიცა 2010 წელს.
კავკასიის უნივერსიტეტმა გამოსცა პროფესორ–მასწავლებელთა სამეცნიერო შრომების კრებული, რომელიც მომზადდა უნივერსიტეტის დაარსების 10 წლისთავთან დაკავშირებით. მასში გაერთიანებულია ბოლო პერიოდის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო შრომები, რომლების გარკვეულ წარმოდგენას ქმნიან უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო მუშაობის სპექტრზე.
სარედაქციო კოლეგია: შალვა მაჭავარიანი (თავმჯდომარე), ნათია ამილახვარი (მდივანი), ქეთევან ინწკირველი (კორექტორი), დინა ონიანი, ნათია ნარსავიძე.
კრებული გამოიცა 2008 წელს.
2008 წლის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მიმოხილვა
კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მოხსენება (The Caucasian and Central Asian Economic Report (CCAER) ეს არის თავისუფლად ხელმისაწვდომი, ელექტრონული, ინგლისურენოვანი პუბლიკაციები. პროექტი ხორციელდება EPIN (Economic Policy Institutes Network)-ის ფარგლებში, დაფინანსებულია UNDP (United Nations Development Programme)-ის მიერ. პროექტის კოორდინაციას ახორციელებს ICEG ევროპული ცენტრი. პუბლიკაციები მოიცავს კავკასიის სამი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და ცენტრალური აზიის ოთხი (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი) ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საკითხებს. თითოეული ქვეყნის ინდივიდუალური თემა მზადდება ICEG ევროპული ცენტრის ადგილობრივი პარტნიორი ინსტიტუტის მიერ.
პარტნიორი ორგანიზაციები:
- კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო);
- ეკონომიკის კვლევის ცენტრი (უზბეკეთი);
- ეკონომიკის განვითარებისა და კვლევის ცენტრი (სომხეთი);
- სამეცნიერო კვლევებისა და ეკონომიკური რეფორმების ინსტიტუტი (აზერბაიჯანი);
- ICEG ევროპული ცენტრი (უნგრეთი);
- საჯარო პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (ყაზახეთი).
Caucasus and Central Asia (CCA) Review - November, 2008
Caucasus and Central Asia (CCA) Review - October, 2008
Caucasus and Central Asia (CCA) Review - September, 2008
Caucasus and Central Asia (CCA) Review - August, 2008
2007 წლის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მიმოხილვა
კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მოხსენება (The Caucasian and Central Asian Economic Report (CCAER) ეს არის თავისუფლად ხელმისაწვდომი, ელექტრონული, ინგლისურენოვანი პუბლიკაციები. პროექტი ხორციელდება EPIN (Economic Policy Institutes Network)-ის ფარგლებში, დაფინანსებულია UNDP (United Nations Development Programme)-ის მიერ. პროექტის კოორდინაციას ახორციელებს ICEG ევროპული ცენტრი. პუბლიკაციები მოიცავს კავკასიის სამი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და ცენტრალური აზიის ოთხი (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი) ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საკითხებს. თითოეული ქვეყნის ინდივიდუალური თემა მზადდება ICEG ევროპული ცენტრის ადგილობრივი პარტნიორი ინსტიტუტის მიერ.
პარტნიორი ორგანიზაციები:
- კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო);
- ეკონომიკის კვლევის ცენტრი (უზბეკეთი);
- ეკონომიკის განვითარებისა და კვლევის ცენტრი (სომხეთი);
- ეკონომიკის პოლიტიკის ინსტიტური (ყირგიზეთი)
- ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი (ტაჯიკეთი)
- სამეცნიერო კვლევებისა და ეკონომიკური რეფორმების ინსტიტუტი (აზერბაიჯანი);
- ICEG ევროპული ცენტრი (უნგრეთი);
- საჯარო პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (ყაზახეთი).
Caucasus and Central Asia (CCA) Review - November, 2007
Caucasus and Central Asia (CCA) Review - October, 2007
Caucasus and Central Asia (CCA) Review - September, 2007
Caucasus and Central Asia (CCA) Review - August, 2007
Caucasus and Central Asia (CCA) Review - July, 2007
Caucasus and Central Asia (CCA) Review - June, 2007