2024 წლის, 31 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა:
- მარიამ იმერლიშვილი
- ჯაბა ჯამასპიშვილი
- თინათინ კაპანაძე
მოხსენებები შეფასდა კონფერენციის აკადემიური ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: სკოლის დეკანი - დავით ნატროშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი - მაია მაჭავარიანი-წერეთელი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ემირ ეთერია, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი ისტორიის დოქტორი - ელისაბედ მაჩიტიძე, მოწვეული ლექტორი - ერეკლე იმედაშვილი.
ჟიურის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - იმერლიშვილი მარიამ (ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა)
- თემა: „ასოცირების შეთანხმება და აუდიოვიზუალური მედია - სერვისების დანერგვა საქართველოში“
II ადგილი - ჯამასპიშვილი ჯაბა (ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა)
- თემა: „საქართველო ევროკავშირის გაფართოების 2023 წლის პაკეტში“
III ადგილი - კაპანაძე თინათინ
- თემა: „Mood's Influence on Memory“
სტუდენტებს გადაეცათ სასკოლო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებისთვის სერტიფიკატები და ლიბრარეას ვაუჩერი.