საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „Contemporary American Short Stories”

24 მარტი 2020

24 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „Contemporary American Short Stories”. კონფერენცია ეძღვნება თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურას. მომხსენებლებს შეუძლიათ მიმოიხილონ ქართველი მწერლების ნაწარმოებები.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს.

 

კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული შეკითხვების, ასევე განაცხადისა და აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: tamtakalichava@gmail.com.

 

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური.