ვებინარები აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ

18 დეკემბერი 2020

15 და 17 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ჩოკორაიამ აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ ვებინარები ჩაატარა.

 

ვებინარზე განიხილეს უნივერსიტეტის პოლიტიკა აკადემიური კეთილსინდისიერების მიმართულებით, აგრეთვე პლაგიატის არიდების პროგრამის დანიშნულება და ფუნქციები. დაინტერესებულ ლექტორებსა და ნაშრომების ხელმძღვანელებს ჩაუტარდათ პრაქტიკული ინსტრუქცია პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

ცენტრი პერიოდულად გააგრძელებს ვებინარების სერიას, რათა უნივერსიტეტში პლაგიატის პრევენციის ქმედითი მექანიზმების დანერგვას შეუწყოს ხელი.