ჩვენ შესახებ

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია”.

 

კავკასიის უნივერსიტეტს მიღებული აქვს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაცია.

 

კავკასიის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.

 

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, სახელმწიფო მართვის, ტურიზმის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლებისგან. უნივერსიტეტს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კურსდამთავრებულებს მიანიჭოს დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხები. უნივერსიტეტში მოქმედებს მრავალფეროვანი სასერტიფიკატო პროგრამები.

 

კავკასიის უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებთან. შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. ისინი ინტენსიურად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, ამავდროულად, ჩვენთან განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან ბანკებში, სახელმწიფო სექტორში, საერთაშორისო და კერძო კომპანიებში როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.



კავკასიის უნივერსიტეტის ჰიმნი