მისია

კავკასიის უნივერსიტეტის უმთავრესი მისიაა:

  • ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების ერთგული სპეციალისტების მომზადება;
  • კვლევებზე ორიენტირებული სწავლების დანერგვა;
  • საზოგადოების საგანმანათლებლო-საკონსულტაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

მუდმივი თვითშეფასებისა და განვითარების კვალდაკვალ კავკასიის უნივერსიტეტი საჭიროებისამებრ ახდენს საკუთარი მისიის გადახედვას, რათა შესაბამისობაში იყოს მუდმივად ცვალებად გარემოსა და მზარდ მოთხოვნებთან.

კავკასიის უნივერსიტეტი (შემდგომში "უნივერსიტეტი”) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც საქმიანობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მისი წესდების და ამ შინაგანაწესის საფუძველზე ახორციელებს. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საკუთარი დროშა, ჰიმნი და სხვა სიმბოლოები, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში და კერძო იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

უნივერსიტეტის დევიზია: "Studium Pretium Libertatis"- ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია”. 

უნივერსიტეტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიანიჭოს კურსდამთავრებულებს დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხები.

კავკასიის უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:

  • სტუდენტებისთვის მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღება;
  • მსმენელის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების დაკმაყოფილება;
  • სტუდენტის პიროვნული პოტენციალის რეალიზება;
  • შემოქმედებითი უნარ-ჩევების განვითარება;
  • მეცნიერების განვითარება;
  • სტუდენტებში ქართული და მსოფლიო კულტურის ფასეულობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მათი ორიენტირება სამოქალაქო საზოგადოებაზე, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე;
  • უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივი და უცხოელი აკადემიური პერსონალის მოზიდვა და შენარჩუნება;
  • სწავლა/სწავლების და სამეცნიერო კვლევებისათვის უახლესი მეთოდები;
  • ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი გარემოს შექმნა, მეთოდური და ინფორმაციული უზრუნველყოფა.

ჩამოყალიბებული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი:

  • შეიმუშავებს სტრატეგიული განვითარების და კალენდარულ გეგმებს;
  • ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს;
  • ახორციელებს პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს;
  • ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს;
  • ახორციელებს უწყვეტი განათლების პრინციპს;
  • ღია კონკურსის საფუძველზე ახდენს მაღალი სამეცნიერო და პედაგოგიური პოტენციალის მქონე აკადემიური პერსონალის შერჩევას;
  • ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს;
  • ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური მეთოდების გამოყენებით აღწევს სწავლებისა და კვლევის მაღალ დონეს;
  • ახდენს სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობას, მათ შორის, თავისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მეშვეობით;
  • ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, აქვეყნებს სახელმძღვანელოებს, სხვა სასწავლო ლიტერატურას და სამეცნიერო კვლევების შედეგებს;
  • უზრუნველყოფს სწავლის–სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;
  • უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;
  • უზრუნველყოფს მართვის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
  • ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
  • თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
  • ახორციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას;
  • კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ისეთი სხვა პირობების შექმნას, რომლებიც ხელს უწყობს უნივერსიტეტის მიზნების განხორციელებას.