გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

16 ივლისი 2018
გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსს.
 

კონკურსის აბრევიატურა 

 

AR

 

კონკურსის მიზანი

 

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს:

 

  • გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას
  • საერთაშორისო პარტნიორებსა და არასამეცნიერო სექტორთან (კერძო სექტორი - მცირე და საშუალო ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები) თანამშრომლობით მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის, მედიცინისა და ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებების მიმართულებით საქართველოს ინსტიტუციების გრძელვადიანი, ინოვაციური და ტექნოლოგიური გამოყენებითი კვლევითი პროექტების განხორციელებას
  • სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ინოვაციების უზრუნველყოფას
  • ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევასა და დაფინანსებას
  • კომერციალიზაციის პერსპექტივის მქონე ინოვაციური და ტექნოლოგიური ტრანსფერის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას
  • ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე არსებობს მოთხოვნა და რომელიც პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას

 

საპროექტო განაცხადი ტიპი    

                     

ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები

 

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამი კატეგორიის პროექტი:

 

  • პირველი კატეგორია - ტექნოლოგიის ტრანსფერის ხელშემწყობი საპილოტე კვლევითი გრანტი ცალკეული ორგანიზაციებისათვის
  • მეორე კატეგორია - ინოვაციური კვლევების განხორციელება და ტექნოლოგიური განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის
  • მესამე კატეგორია - კვლევითი კონცეფციის დამტკიცება: ინფრასტრუქტურის, ტრენინგისა და კლასტერების განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის

 

პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 2, 3 ან 4 წელი. საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობაა 1 წელი (12 თვე)

ფონდიდან მოთხოვნილი წლიური საგრანტო დაფინანსება ერთი ორგანიზაციისათვის არ უნდა აღემატებოდეს 140 000 ლარს, ხოლო მთლიანი კონსორციუმისათვის - 420 000 ლარს

 

პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

 

ძირითადი პერსონალის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსებისა და დამხმარე პერსონალის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50%-ს

 

ზედნადები ხარჯების - წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 7%-ს.

 

საგრანტო კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს:

 

I ეტაპი - საპროექტო განაცხადის კონცეფციის წარდგენა

II ეტაპი - პროექტის წარდგენა

III ეტაპი - პროექტის პრეზენტაცია

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

 

24 ივლისი,  26 ივლისი, 7 აგვისტო –  ჯგუფური კონსულტაციები

14 აგვისტო – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა

13 ივლისიდან 20 აგვისტოს 16:00 სთ-მდე – პროექტების კონცეფციის ელექტრონული რეგისტრაცია საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე

21 აგვისტო 16:00 სთ-მდე – ფონდის კანცელარიაში კონკურსის პირველ ეტაპზე კონცეფციის მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა

სექტემბერი – კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების კონცეფციების შესახებ

27 სექტემბერი, 2 ოქტომბერი –  ჯგუფური კონსულტაციები

5 ოქტომბერი - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა

25 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე –  მეორე ეტაპზე გასული პროექტის სრული ვერსიის ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში

11 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში კონკურსის მეორე ეტაპზე სრული პროექტის მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა

ოქტომბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე საგრანტო კონკურსიდან მოხსნილი სრული პროექტების შესახებ

ოქტომბერი-ნოემბერი - კონკურსის მეორე ეტაპზე პირობების დაცვით წარმოდგენილი სრული პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ

ნოემბერი – კონკურსის მეორე ეტაპის შედეგების გამოქვეყნება და მესამე ეტაპზე გადასული პროექტების გამოვლენა

ნოემბერი – პროექტების პრეზენტაცია კომისიის წინაშე

ნოემბერი-დეკემბერი - კონკურსის მესამე ეტაპის შედეგების გამოქვეყნება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებებისა და კომისიისაგან მიღებული შეფასებების შეჯამების საფუძველზე, სამი რანჟირებული სიის შედგენა პროექტების კატეგორიების შესაბამისად და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა   

ნოემბერი-დეკემბერი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება  ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება

ნოემბერი-დეკემბერი – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

 

  • პირობები - დანართი 1
  • საპროექტო განაცხადის კონცეფცია - დანართი 2 (GEO/ENG)
  • გამოგონების გახსნის ფორმა - დანართი 3 (GEO/ENG)
  • განცხადება საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობის შესახებ - დანართი 4
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 5 (GEO/ENG)
  • საპროექტო წინადადება - დანართი 6 (GEO/ENG)
  • ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV)  - ნიმუში, დანართი 7
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - ნიმუში, დანართი 8
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 9 (GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 10 (GEO/ENG)
  • თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 11 (GEO/ENG)

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

 

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის ბმული

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

 

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით ar@rustaveli.org.ge 10 აგვისტომდე. კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე

 

კოორდინატორები:

 

ანა ფოლოდაშვილი, გიორგი ბაგაშვილი, ქეთევან გაბიტაშვილი, ნატალია გვერდწითელი 

 

ტელ: 2 200 220 (4015)

 

გისურვებთ წარმატებას!