სამუშაო შეხვედრა - განათლებისა და პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივების ცვლილება

15 ნოემბერი 2018

4-11 ნოემბერს, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „მედია განათლებისა და პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივების ცვლილება“ ფარგლებში, კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორი მამუკა ანდღულაძე და  კავკასიის სახელმწიფო მართვისა და მედიის სკოლის სტუდენტები - ნანა ინასარიძე და ელენე ბარჯაძე, რიგით მეორე სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ ქალაქ კიევში, უკრაინაში.

 

პირველი სამუშაო შეხვედრის მსგავსად, აქაც მონაწილეები გადანაწილდნენ დებატების, აუდიო-ვიზუალურ და ფოტო/ბლოგის სამუშაო ჯგუფებში. დებატ ჯგუფის მონაწილე ქვეყნების (გერმანია, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) წარმომადგენლებმა განიხილეს მათ რეგიონში არსებული „გაყინული კონფლიქტები.“ აუდიო-ვიზუალურმა ჯგუფმა, ზემოაღნიშნულ თემატიკაზე გადაიღო ვიდეო და ამასთანავე ჩაატარა სამოქალაქო გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა ისეთ კითხვებს როგორებიცაა: რა არის კონფლიქტი? რა გავლენა აქვს კონფლიქტს რიგითი მოქალაქის ცხოვრებაზე და ა.შ. ფოტო/ბლოგის ჯგუფმა შექმნა ფოტო მასალა, რომელშიც ასახულია ორივე ჯგუფის სამუშაო პროცესი.

 

პროექტის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 2-9 დეკემბერს, რომელიც გაიმართება ქალაქ ერევანში.