ახალგაზრდული პროექტი ,,მე გაძლიერებ''

14 ივლისი 2020

გაცნობებთ, რომ კანტის აკადემია და We Make Change გლობალური პლატფორმა UNICEF-ის მხარდაჭერით პროექტს - "მე გაძლიერებ" იწყებს, რომლის მიზანია დაეხმაროს მოზარდებს COVID 19- ის შედეგებთან გამკლავებაში, გააძლიეროს ისინი ცოდნით, რათა მათ შეძლონ კრიზისისა და შესაძლებლობების სინერგიით დაძლიონ სტრესი, გაიფართოვონ ხედვა, შეძლონ პიროვნული რესურსების მობილიზება, საკუთარი თავის მოტივირება და გლობალური კრიზისის/პანდემიის დროსაც შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება.

 

პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, რომელიც მოიცავს მოზარდებთან სხვადასხვა თემებზე შეხვედრებს ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერებთან

 

✔ ქოუჩინგი და სტრესის მართვა;

✔ სტრატაპები და ანტრეპრენერშიფი- თანამედროვე მეწარმეობა;

✔ ბრენდინგი და მარკეტინგი - კრიზისისა და შესაძლებლობების სინერგია;

✔ლიდერობა და კომუნიკაციები - როგორ გავხდე ცვლილებების მეიქერი;

✔ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ხელოვნური ინტელექტი - უსაზღვრო შესაძლებლობები;

✔ნეთვორქინგი და მოლაპარაკებების ძალა;

✔Fake news;

✔Peer to Peer;

 

თეორიული სწავლების შემდეგ პროექტი უნიკალურ შანს აძლევს ახალგაზრდებს. მათ საშუალება ექნებათ კონკრეტული იდეები რეალობად აქციონ. პროექტის ბოლოს კი გამოცხადდება მცირე ბიზნეს-სტარტაპ იდეების კონკურსი მონაწილე ახალაგზრდებისთვის, სადაც საუკეთესო იდეას შეარჩევს სპეციალური კომისია, ხოლო გამარჯვებული მიიღებს შესაბამის გრანტს საკუთარი იდეის განსახორციელებლად. კანტის აკადემია თავის მხრივ იღებს პასუხისმგებლობას, რომ გამარჯვებულს იდეის განხორციელბის გზაზე გაუწიოს მენტორინგი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს და შეავსოთ ელექტრონული განაცხადი.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს: ქეთევან ჩიტაშვილი  +995591414533