European Public Law Organization (EPLO) & Hellenic Center of European Studies (EKEME)

8 მარტი 2018

გაცნობებთ, რომ ევროპის საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაცია, ათენი, საბერძნეთი (EPLO) და საბერძნეთის ევროპისმცოდნეობის ცენტრი (EKEME), აცხადებს სამართლისა და სახელმწიფო მართვის სკოლის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების მიღებას ერთწლიან პროგრამაზე, რომლის ფარგლებში სტუდენტები დაესწრებიან ოთხდღიან სალექციო კურებს საბერძნეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ლუქსემბურგში. სალექციო თემატიკა გახლავთ მიგრაცია, ხოლო ლექციები გაიმართება შემდეგ რიცხვებში:

 

  • პირველი სესია -  20-24 ოქტომბერი, საბერძნეთი
  • საშემოდგომო სესია - 15-19 დეკემბერი, საფრანგეთი
  • ზამთრის სესია - 23-27 თებერვალი, ესპანეთი
  • საგაზაფხულო სესია - 13-17 აპრილი, ლუქსემბურგი
  • ფინალური სესია - 15-19 ივლისი, საბერძნეთი

 

პროგრამა არის უფასო, თუმცა, სტუდენტებმა თავად უნდა მოახდინონ ტრანსპორტირებისა და ყოველდღიური ხარჯების დაფარვა.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 აგვისტო, 2017.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ ევროპის საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kpanselinos@eplo.int

 

გისურვებთ წარმატებებს!