სამთვიანი კვლევითი პროგრამა საფრანგეთში დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის

19 მარტი 2020

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სამთვიანი სტიპენდიის მისაღებად, დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. 


სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას, საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფარგლებში.


სტიპენდია (2610 ევროს ოდენობით სამი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ. სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2020 წელს.


სტიპენდიის გადარიცხვა მოხდება კამპუს ფრანსის მიერ, რომელიც ადმინისტრაციული დახმარების გაწევის მიზნით თითოეულ დოქტორანტს მიუჩენს შესაბამის პირს. ყველა სტუდენტი გაწევრიანდება კამპუს ფრანსის სოციალური დაცვის რეჟიმში (რომელიც მოიცავს “სამოქალაქო პასუხისმგებლობასაც”) საფრანგეთში ყოფნის სამი თვის პერიოდისთვის.


კონკურსანტებმა უნდა შეადგინონ დოსიე, რომელიც მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს:

 

  • სათანადოდ შევსებული „კანდიდატის რეზიუმე“ და „კანდიდატის საკვლევი პროექტი“ (იხ. თანდართულ დოკუმენტად)
  • წერილობითი პრეზენტაცია მაქსიმუმ 6000 სიტყვა, რომელიც მოიცავს შემდეგს: 1) სადოქტორო დისერტაციის მთავარ თემა, მისი პრობლემა და მიმდინარეობა. 2) საფრანგეთში ჩასატარებელი კვლევითი პროექტი და მისი ძირითადი მიზნები. 3) აღნიშნული პროექტისთვის განსახორციელებლად საჭირო პირობები (მასპინძელი გუნდი, სხვა სამიზნე ინსტიტუტები, ა.შ.) და მისი მნიშვნელობა და ღირებულება დისერტაციის პროექტისთვის.
  • მოწვევის წერილი ფრანგული სამეცნიერო დაწესებულებიდან, რომელიც თავიანთ გუნდში მიიღებს ქართველ დოქტორანტს სამი თვით.
  • პასპორტის ასლი (პასპორტი მოქმედი უნდა იყოს საფრანგეთში სასტიპენდიო პროგრამის დასრულებისშემდგომ 6 თვის განმავლობაში).

 

დოსიეები წარმოდგენილი უნდა იყოს ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე. შეფასება დამოკიდებული იქნება მის სამეცნიერო ხარისხსა და კვლევითი პროექტის განსახორციელებლად საფრანგეთში გამგზავრების რელევანტურობაზე. ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


დაინტერესებულმა პირებმა დოსიეები უნდა გაუგზავნონ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორს, დავიდ ტერტრის, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: david.teurtrie@fgu.ge.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 აპრილი. საბოლოო გადაწყვეტილება სტუდენტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2020 წლის 30 აპრილისა.


საფრანგეთში გამგზავრების პერიოდია 2020 წლის 15 მაისიდან 1 ოქტომბრის შუალედში.


გისურვებთ წარმატებას!