შერჩევის პროცესი

  • განაცხადების ჩაბარების ვადის ამოწურვის შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი განიხილავს წარმოდგენილ  დოკუმენტებს,  შეარჩევს და შეაფასებს კანდიდატებს.  შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება იმ სტუდენტს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და ფლობს ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატს (IELTS- 6.0/6.5 ; TOEFL-79);
  • პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი კვოტის (ადგილების) შესაბამისად, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი განიხილავს შემოსულ განაცხადებს სტუდენტების გადანაწილების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება გამოცხადებული ადგილების რაოდენობას, სტუდენტს მიეცემა შანსი, ჩაანაცვლოს პირველი პრიორიტეტი სხვა (მომდევნო ) პრიორიტეტებით ან განიხილოს ნებისმიერ სხვა მისთვის საინტერესო პარტნიორ უნივერსიტეტში წასვლის შანსი სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო დეპარტამენტთან ერთად;
  • განაცხადების ჩაბარებიდან დაახლოებით ორი კვირის ვადაში გამოცხადდება რომელ უნივერსიტეტში მოხდა სტუდენტის ნომინირება;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტები გაეგზავნება მიმღები უნივერსიტეტს;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდნეტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება;