სადოქტორო პროგრამის წინასადისერტაციო დაცვა კავკასიის ბიზნესის სკოლაში

11 იანვარი

2011 წლის 8 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის წინასადისერტაციო დაცვა ჩატარდა.

სადოქტორო თემა "How do supervisors perceive employees promised and delivered contributions? An inducement - contribution model of supervisors' reciprocation decisions" წარადგინა დოქტორანტმა პაატა ბრეკაშვილმა.

სადოქტორო პროგრამა დააფინანსა ა.შ.შ.-ს საგანმანათლებლო და კულტურის ბიურომ. სადისერტაციო დაცვის საბჭოს წარმომადგენლები იყვნენ: დოქტორი ლიზა ლამბერტი (პროფესორი, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა.შ.შ.); დოქტორი კახა შენგელია (პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი); დოქტორი მზია მიქელაძე (პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი), დოქტორი ბორის ლეჟავა (პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი); დოქტორი გიორგი თურქია (პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი).

დოქტორანტ პაატა ბრეკაშვილის წინასადისერტაციო დაცვის დამტკიცება წარმატებით დასრულდა და იგი გააგრძელებს ზემოთაღნიშნულ თემაზე მუშაობას.

იხილეთ გაზეთ "24 საათის" სტატია
იხილეთ გაზეთ "რეზონანსის" სტატია
გაზეთ "ალიის" სტატია