მასტერკლასი - 4 pillars of peak performance

8 ოქტომბერი 2019

8 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ უმასპინძლა მასტერკლასს - 4 pillars of peak performance.

 


კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა ღონისძიების განსაკუთრებულმა სტუმარმა, IE ბიზნესის სკოლის პროფესორმა მარიო ბერტამ, რომელიც მეწარმე და გაყიდვების და ნეთვორქინგის გურუა.

 


შეხვედრის მსველობისას მარიო ბერტამ სტუდენტებს აუდიო ვიზუალური სავარჯიშოები წარუდგინა, რომელშიც დამსწრე საზოგადოება თავად იყო ჩართული. 

 



ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ CSB-ის და IE-ს კურსდამთავრებულები ნინო გიგაური და თათა შავდია, რომლებმაც სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სტუდენტებს კურსდამთავრებულები ესაუბრენენ იმაზე, თუ რა გზა უნდა გაიარონ რეიტინგულ ბიზნესის სკოლაში მოსახვედრად მაგისტრატურის საფეხურზე სწავლისთვის.