სტარტაპ აქსელერატორი C10-ის შეხვედრა სტუდენტებთან - გამოიყნე შესაძლებლობა

13 თებერვალი 2020
13 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის სტარტაპ აქსელერატორი C10-ის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
 
დაინტერესებულმა პირებმა იმ შესაძლებლობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც C10 სტუდენტებს სთავაზობს. 
 
გარდა ამისა, C10-ის სტარტაპერებმა, სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ბიზნესმოდელთან დაკავშირებული კონსულტაცია გაუწიეს და გრანტების მოპოვების შესაძლო ალტერნატივებზე ესაუბრნენ.
 
სტარტაპ აქსელერატორი C10 2016 წელს შეიქმნა, იმისათვის, რომ დაეხმაროს სტუდენტებს შემჭიდროვებულ ვადებში განავითარონ საკუთარი სტარტაპები იდეიდან პროტოტიპამდე.  
 
მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც არის დაგეგმილი.