მოკლევადიანი სტაჟირება კომპანიაში ”ეისითი”

14 ნოემბერი 2010
საბაკალავრო პროგრამის მარკეტინგული კვლევისა და ანალიზის სპეციალობის სტუდენტებმა მოკლევადიანი სტაჟირება გაიარეს.
სტაჟირების ფარგლებში მათ შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები და გაეცნენ მონაცემთა დამუშავებისა და პროექტების მენეჯმენტის პროცესს.
კომპანია "ეისითი" სტაჟირებაზე მყოფ სტუდენტებს რეკომენდაციას უწევს სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ კომპანიაში და ხელს უწყობს მათ დასაქმებას.
კომპანია "ეისითი" და "კავკასიის ბიზნესის სკოლა" 2009 წლიდან თანამშრომლობენ და ერთად ზრუნავენ სტუდენტების როგორც ცოდნის ამაღლებაზე, ასევე შესაბამისი გამოცდილების მიღებაზე. კავკასიის ბიზნესის სკოლა საბაკალავრო პროგრამის მარკეტინგული კვლევისა და ანალიზის სპეციალობაზე წელს სტუდენტების ახალ ნაკადს ელოდება.