CSB-ის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

28 სექტემბერი 2020

22 სექტემბერს, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პრაგრამის ფინანსებში სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

 

მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:
 
  • გიორგი იმერლიშვილი - "ელექტრონული კომერცია, მისი როლი ქართული ბიზნესის განვითარებაში. გამოწვევები და ტენდენციები"
  • ანტონ შავთვალიშვილი - "ეჯაილ ტრანსფორმაცია: განხორციელებადობის ანალიზი ქართულ კომპანიებში"
  • ციცინო ჭკადუა - "პროექტების მართვა ვირტუალური გუნდების საშუალებით"
  • თინათინ აბესაძე - "ქართულ ბაზარზე ინოვაციური საბანკო პროდუქტების დანერგვა და მენეჯმენტი"
  • ნატალია ღუდუშაური - ,,Lean Management მეთოდოლოგიის დანერგვის შესაძლებლობები ქართულ ფარმაცევტულ წარმოებებში, მისი გავლენა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და განვითარების პერსპექტივები (კომპანია X-ის მაგალითზე)“
  • ბაქარ არაბული - "შრომის მოტივაციის განმსაზღვრელი ფაქტორები საქართველოს საბანკო სექტორში"

 

კომისიის წევრები იყვნენ: ელენე ჯღარკავა, ნუგზარ სხირტლაძე, დავით წიკლაური და ნინო ჯინჯოლავა.
 
მაგისტრანტებმა ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.