ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 2009 წელს დაფუძნდა. სკოლაში ამჟამად ექვსი საბაკალავრო (ევროპისმცოდნეობა, ისტორია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ინგლისური ფილოლოგია და არქეოლოგია) და სამი სამაგისტრო პროგრამა (ევროპისმცოდნეობა, მედიაკომუნიკაციის სოციოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) მოქმედებს, რომლებზეც ჯამში 560 სტუდენტი ირიცხება. სტუდენტების განათლებაზე არაერთი გამოცდილი, წარმატებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი ზრუნავს, რომელთა პროფესიონალიზმი ქართული და უცხოურ სამეცნიერო წრეების მიერ არის აღიარებული.  

 

სკოლისთვის პრიორიტეტია განათლების მაღალი ხარისხი. ამიტომ, იგი ცდილობს შექმნას ისეთი დინამიური გარემო, სადაც სტუდენტები თანამედროვე ცოდნას შეიძენენ და სამყაროში დღეს არსებული ინტელექტუალური გამოწვევებისთვის მოემზადებიან. ამას უზრუნველყოფს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით არის შექმნილი და ქართული და უცხოური სამეცნიერო მიღწევების სინთეზს წარმოადგენს.  

 

სკოლა აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან სტუდენტების, აკადემიური პერსონალის და ადმინისტრაციის თანამშრომლების გაცვლის კუთხით. გარდა სახელმწიფოს მიერ ინიცირებული გაცვლითი პროგრამებისა,  სკოლას აქვს ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმები შემდეგ უნივერსიტეტებთან:

 

  • ვარშავის უნივერსიტეტი „Collegium Civitas” (პოლონეთი)
  • ადამ მიცკევიჩის პოზნანის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ესტონეთი)
  • კიბის საერთაშორისო უნივერსიტეტი (იაპონია)

 

ასევე, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორების ფართო ქსელით, რომელიც 70 ქვეყნის 130 უნივერსიტეტს მოიცავს. 

 

სკოლაში მოქმედებს თვითმმართველობა. სკოლის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები კავკასიის უნივერსიტეტის „ლიტერატურული კლუბის“ და „თეატრალური დასის“ საქმიანობაში.