კონკურსი კვლევითი საქმიანობის შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად

31 მარტი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს კვლევითი საქმიანობის შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად

 

კონკურსის მიზანია, კვლევაზე დაფუძნებული აკადემიური პროცესის, უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის ზრდისა და ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, ასევე, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ინტეგრირების ხელშეწყობა.

 

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ფუნდამენტური, გამოყენებითი, მათ შორის, აკადემიური საქმიანობის განვითარების ხელშემწყობი კვლევები.

 

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლია ინდივიდუალურ მკვლევარს ან მკვლევართა ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ (ასევე მოწვეულ) პერსონალს, მკვლევარს, დოქტორანტურის, მაგისტრატურის სტუდენტებს.

 

თითოეულ კვლევით პროექტზე მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

 

საპროექტო განაცხადი მოიცავს:

 

  • კვლევითი პროექტის შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსების აპლიკაცია (დანართი 1);
  • კვლევითი პროექტის აღწერა (დანართი 2);
  • კვლევითი პროექტში ჩართულ პირთა (ხელმძღვანელის, მკვლევარების, ადმინისტრაციული პერსონალის) CV-ები ან/და რეზიუმეები.

 

დაფინანსების წესისა და პროცედურის, საპროექტო განაცხადების შეფასების კრიტერიუმები:

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდეთ:

 

ნინო მაჩურიშვილი

ტელ: (+995 32) 237 77 77 (453)

ელ.ფოსტა: nmachurishvili@cu.edu.ge

 

მარიამ ჯინჭველეიშვილი

ტელ: (+995 32) 237 77 77 (419)

ელ.ფოსტა: mjinchveleishvili@cu.edu.ge

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საპროექტო განაცხადების რეგისტრაცია განხორციელდება 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: funding@cu.edu.ge

 

კონკურსის შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2019 წლის 31 იანვრამდე.