მისია, ხედვა და ფასეულობები

კავკასიის ბიზნესის სკოლის ხედვა

 

კავკასიის ბიზნესის სკოლის ხედვაა ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც ყველას თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა ექნება, რაც მას საერთაშორისო აღიარებასა და ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული ბიზნესის სკოლის სახელს მოუპოვებს კავკასიის რეგიონში.

 

კავკასიის ბიზნესის სკოლის მისია

 

კავკასიის ბიზნესის სკოლის მისიაა ახალგაზრდა თაობის თანამედროვე თეორიული ცოდნით აღჭურვა, მათში პრაქტიკული მოღვაწეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და მსოფლიოში აღიარებული დემოკრატიული ფასეულობებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების სიღრმისეული გაცნობიერების ხელშეწყობა.

 

კავკასიის ბიზნესის სკოლის ფასეულობები

 

კავკასიის ბიზნესის სკოლის აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი პროფესიულ საქმიანობაში ხელმძღვანელობს შემდეგი ფასეულობებით:

 

ნოვატორული სულისკვეთება - ჩვენ გვსურს, მუდმივად ნოვატორები ვიყოთ ცოდნის შექმნასა და გადაცემაში ისე, რომ თანხვედრაში ვიყოთ ბიზნეს გარემოსა და საზოგადოების საჭიროებებსა და მოთხოვნებთან.

 

მრავალფეროვნება - ჩვენ გვსურს, ადგილობრივი თუ რეგიონული საზოგადოების წევრებს შევუქმნათ შესაძლებლობა გაუგონ და პატივი სცენ მათ, ვისი თვალსაზრისი, ღირებულებები, წარმოდგენები, ტრადიციები და მსოფლმხედველობა განსხვავებულია. მხოლოდ განსხვავებული გამოცდილების, ისტორიისა და თვალსაზრისის მქონე ადამიანებთან ურთიერთობით არის შესაძლებელი თანამედროვე სამყაროს შესახებ თვალსაწიერის გაფართოება.

 

აკადემიური თავისუფლება - ჩვენ ვქმნით გარემოს სადაც აკადემიური პერსონალი თავისუფალი იქნება ცოდნის შექმნასა და გადაცემაში.

 

ლოკალურ და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებასთან სიახლოვე - ჩვენ პარტნიორობა გვსურს, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებასთან, იმისთვის რომ, შევქმნათ და გავავრცელოთ რელევანტური ცოდნა ბიზნესის მართვის სხვადასხვა მიმართულებით.

 

ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა - ჩვენ გვსურს, ქართულ საზოგადოებას, ისეთი ცოდნა მივცეთ, რომ მათი საქმიანობით განვითარდეს ქვეყნის ბიზნეს-სექტორი და გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა.

 

სტრატეგიული გეგმა