პროგრამის სტრუქტურა

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 ECTS  კრედიტს. პროგრამაში  საგნების განაწილება ეფუძნება შინაარსობრივ თანამიმდევრობას და ლოგიკას, გამოყენებულია  საგნებს შორის  წინაპირობის დაცვის პრინციპი, რაც იძლევა დასახული კომპეტენციების სტუდენტისთვის მიღწევის  შესაძლებლობას;

 

სასწავლო პროგრამაში საგნები დაყოფილია:

 

  • საუნივერსიტეტო სავალდებულო საგნებად - 40 ECTS კრედიტი;
  • საუნივერსიტეტო არჩევით საგნებად - 15 ECTS კრედიტი (პროგრამას სტუდენტისთვის შეთავაზებული აქვს ჯამში 35 ECTS მოცულობის საუნივერსიტეტო არჩევითი 7 განსხვავებული საგანი)
  • ბიზნესის ადმინისტრირების სავალდებულო-საბაზისო საგნებად -125 ECTS კრედიტი;
  • 4 არჩევითი  სპეციალობის (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა) სავალდებულო საგნებად - 60 ECTS კრედიტი;

 

 

240 ECTS კრედიტის ფარგლებში  სტუდენტს უფლება აქვს შეასრულოს არაუმეტეს 10 ECTS ალტერნატიული (თავისუფალი) კრედიტი კავკასიის უნივერსიტეტის სხვა საგანმანათლებლო პროგრამებიდან, ან/და კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის შედეგად, ან/და პარტნიორი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებიდან, ან/და ECTS კრედიტების მიმნიჭებელი სხვა პროგრამებიდან; ბიზნესის ადმინისტრირების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტს საშუალება ეძლევა ცალკეული სასწავლო კურსები გაიაროს კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტ(ებ)ში. გავლილი სასწავლო კურსებისა და კრედიტების აღიარების საკითხი გადაწყდება  კანონმდებლობით, აგრეთვე უნივერსიტეტში დადგენილი წესით.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამა.