პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის ხანგრძლივობა:

 
 
 
 
 


სასწავლო მოდულები ტარდება წელიწადნახევრის განმავლობაში. მეცადინეობები ტარდება თბილისში თვეში ერთხელ, 3–დან 5 დღემდე, დღეში 6 საათის განმავლობაში. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები იწყებენ მუშაობას ფინალურ პროექტზე.

 

   

 
 
 
პროგრამის ბროშურა
 
 

მისაღები მოთხოვნები:

 

  • ბაკალავრის ხარისხი
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა 


მნიშნელოვანი თარიღები:

 

  • აპლიკაციის შევსების ვადა: სექტემბერი, 2024
  • პროგრამის დასაწყისი: ოქტომბერი, 2024

 

 

 

სპეციალობები: სპეციალიზაციის მოდულები ტარდება გრენობლისა და პარიზის კამპუსებში
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა არის გრენობლის ბიზნესის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა, რომელიც საბოლოოდ გასცემს ორმაგ ხარისხს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი გრენობლის მენეჯმენტის სკოლის მიერ და საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი მმართველთათვის გაიცემა კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ. 

 

 საერთაშორისო რეიტინგები:

 

 

 

საფრანგეთი:

 

  • Grenoble Ecole De Management - ranked 6th best  Business School in France by:
  • Le Point February 2015
  • Le Parisien May 2015
  • Le Figaro Etudiant November 2014

 

პროგრამის ძლიერი მხარეები

 

MBA პროგრამა გთავაზობთ 500 საათის მოცულობის პროგრამას მენეჯმენტში სამმაგი აკრედიტაციის მქონე საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში.

თეორიული და პრაქტიკული სწავლება მენეჯმენტში, რომელიც ორიენტირებულია გამოცდილ პროფესიონალებზე.

 
უნიკალური მოქნილი სტრუქტურა
 
საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ტარდება სამხრეთ კავკასიის სწრაფად განვითარებად რეგიონში და დასასრულს სპეციალობის მოდულები გვირგვინდება საფრანგეთში, შუაგულ ალპებში, ან ევროპის წამყვან დედაქალაქში – პარიზში.

 

მაღალკვალიფიცური ლექტორები

 

პროგრამის ლექციების 70%-ს ატარებენ გრენობლის ბიზნესის სკოლის პროფესორები, ხოლო 30%-ს - კავკასიის ბიზნესის სკოლის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესორები, საერთაშორისო გამოცდილებით.

 

GEM-ის აქვს საერთაშორისო აღიარების სამმაგი აკრედიტაცია: AMBA, AACSB და EQUIS.

 

შემცირებული ხარჯები

 
თბილისში გავლილი პროგრამა საშუალებას იძლევა დაზოგოთ გრენობლის სამაგისტრო პროგრამის გადასახადის 50%. ამას დამატებული ცხოვრების ხარჯების და ჯამში გადახდილი თანხა 75% –ით ნაკლებია ვიდრე გრენობლში.
 

პროგრამის მიმდინარეობა და სტრუქტურა

 

მოდულები მიმდინარეობას წელიწადნახევრის განმავლობაში. საკლასო შეხვედრები მიმდინარეობს ყოველთვიურად 3 ან 5 დღიანი მოდულების სახით, დღეში 6 საათი. მოდულების წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტი იწყებს საბოლოო ნაშრომზე მუშაობას.

 

ჩვენს სტუდენტებს და კურსდამთავრებლებს უკავიათ საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერული პოზიცები შემდეგ ორგანიზაციებში:

 

  • თიბისი ბანკი
  • საქართველოს ბანკი
  • ვითიბი ბანკი
  • კრედო ბანკი
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
  • ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი
  • ბრითიშ ამერიქან ტობაკო
  • JTI კავკასია
  • ეისითი გლობალი
  • თეგეტა მოტორსი
  • გლაქსოსმიტკლაინი
  • ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
  • დიპლომატ ჯორჯია
  • მაგთი
  • საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია
  • საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
  • საქართველოს რკინიგზა
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • საქკაბელი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • ალტაოქეი