დეკანის მიმართვა

რატომ უნდა ავირჩიოთ კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის  სკოლა?

 

ჩემმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ როგორც ექიმის, სახელმწიფო მოხელის თუ ჯანდაცვის სტრუქტურის კერძო სექტორში მენეჯერის რანგში, კარგად დამანახა ჯანდაცვის სფეროში თანამედროვე მენეჯერების არსებობის აუცილებლობა.

 

როგორც მენეჯმენტის, როგორც მეცნიერების ერთ-ერთმა შემქმნელმა პიტერ დრუკერმა განაცხადა: „გაცილებით ადვილია უხელმძღვანელო დიდ საწარმოს, ვიდრე პატარა სამედიცინო დაწესებულებას.“

 

დღეს, როდესაც მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლას ვხელმძღვანელობ, ეს გამოცდილება შემიძლია სტუდენტებს გავუზიარო; მივცე მათ შანსი მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება. ჩვენი სკოლა და პროფესიონალთა გუნდი არის გარანტი იმისა, რომ ჩვენთან მოსული თითოეული სტუდენტი მიიღებს საფუძვლიან ცოდნას როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. ისინი იქნებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მენეჯერები და ლიდერები, რომლებიც შეძლებენ საქართველოს ჯანდაცვის მართვის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტურად ადმინისტრირებას, კვლევას, ანალიზს, გადაწყვეტილების მიღებას და პასუხისმგებლობის აღებას.

 

ჯანდაცვის სფეროს და სამედიცინო დაწესებულების ცენტრალური ფიგურა არის სამედიცინო პერსონალი და რა თქმა უნდა პირველ რიგში ექიმი. სამედიცინო დახმარება არ შეიძლება იყოს სხვა ხარისხისა გარდა უმაღლესის. უმაღლეს ხარისხის სამედიცინო დახამრებას ქმნის კარგად თეორიულად ნასწავლი და პრაქტიკულად მომზადებული ექიმი. ამიტომაც უნივერსიტეტის მმართველობამ გადაწყვიტა  დაეფუძნებინა მედიცინის სკოლა (სამედიცინო ფაკულტეტი). ჩვენი მედიცინის სკოლის პროფესორ მასწავლებლები საქართველოში ყველაზე ცნობილი სპეციალისტები არიან თავის დარგებში. ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია არა მარტო უახლესი სამედიცინო ცოდნის მიწოდებაზე არამედ კარგი პრაქტიკული ჩვევების ათვისებაზე. ჩვენი პარტნიორები არიან საქართველოს ყველა მოწინავე კლინიკები, ხოლო ჩვენი საბაზო კლინიკა არის ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. ჩვენი მედიცინის სკოლის კურსდამთავრებულები შეძლებენ იმუშაონ ყველა ქვეყანაში და ჩააბარონ შესაბამისი სასერთიფიკაციო გამოცდები.

 

ჩვენ გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ჯანდაცვის მენეჯმენტისა და საზოგადოერბრივი ჯანდაცვის მიმართულებით. ერთსაფეხურიან (6 წლიან) მედიცინის დოქტორის  ფაკულტეტზე სწავლას.


ვახტანგ სურგულაძე,
კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი