მიღების წესები

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

 

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი (B ტიპის ტესტი)
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა
  • პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა, რაც დასტურდება დიპლომის დანართით ან წარმოდგენილი ენის სერტიფიკატით, ან შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებით


წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
  • 2 ფოტოსურათი 3X4
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
  • 2 რეკომენდაცია
  • შევსებული აპლიკაციის ფორმა

 

თარიღები

 

  • საბუთების მიღების ბოლო ვადაა 7 სექტემბერი
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 11 სექტემბერს
  • CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ტესტირება ჩატარდება 1სექტემბერს

 

გადახდის პირობები

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 
 
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.