სახელმწიფო მართვის სკოლა

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა

 

სახელმწიფო მართვის სკოლის მიზანია თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პროფესიონალი საჯარო მოხელეების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისა და დიპლომატების აღზრდა; ქვეყანაში სახელმწიფო მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში პროფესიონალიზმისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ამ მიზნების მისაღწევად გათვალისწინებულია: 
  • სასწავლო პროცესში მაღალკვალიფიციური პედაგოგების ჩართვა, როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან; 
  • კლასგარეშე ღონისძიებების ჩატარება, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაეცნონ და კავშირი დაამყარონ საჯარო სექტორში ჩართულ პრაქტიკოსებთან;
  • სავალდებულო სასწავლო პრაქტიკების ჩართვა კურიკულუმში, რაც მიღებული თეორიული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების საშუალებას მისცემს სტუდენტებს;
  • კონფერენციების, შეხვედრების, მრგვალი მაგიდებისა და დისკუსიების ორგანიზება;
  • საზაფხულო და ზამთრის სკოლების ჩატარება, რომლებიც დამატებით გამოცდილებას შესძენს სტუდენტებს.

უნივერსიტეტში სწავლისას სტუდენტები უზრუნველყოფილები იქნებიან:
  • ინდივიდუალური მხარდაჭერით პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან;
  • დახმარებით სამუშაოს ძიებაში; 
  • ხელშეწყობით პროფესიული კავშირების დასამყარებლად; 
  • კონსულტაციებით სწავლის გაგრძელების მსურველთათვის.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი სასურველ პირობებს ქმნის ახალგაზრდების პიროვნული, პროფესიული და კარიერული ზრდისთვის.