პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის მიზანია მოამზადოს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის, სტრუქტურის, თეორიების, სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციური, ეკონომიკური, პოლიტიკური პროცესების, დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების სფეროს ფართო თეორიული და პრაქტიკული უნარების მქონე სპეციალისტები. პროგრამა კურსდამთავრებულებს მისცემს საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესების შეფასებისა და ანალიზისთვის საჭირო მეცნიერულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, მიაწვდის სიღრმისეულ ცოდნას სპეციალობის დისციპლინათაშორის საგნებზე, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო სამართლი, საერთაშორისო ორგანიზაციები, გლობალიზაცია, კონფლიქტოლოგია, მოლაპარაკებები და სხვა.

 

პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს როლის განსაზღვრის და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ქვეყნის უკეთ წარმოჩენისთვის საჭირო როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული უნარები. აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია ამ სფეროს მოწინავე როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტებით.

 

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს. დასაშვები ხანგრძლივობაა 5–6 წელი. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 19 (21 – Fx-ის გადაბარების შემთხვევაში) სასწავლო კვირას, შესაბამისად, სასწავლო წელი დაგეგმილია 38 (42) კვირაზე. დამატებით შესაძლებელია ზაფხულის 8 კვირიანი სემესტრის ორგანიზება, სადაც სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 15 ECTSკრედიტი.

 

სწავლების ენა: პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს  ქართულ და ინგლისურ ენებზე