მიღების წესები

მიღების წესი


კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა:

 

  1. ბაკალავრის ხარისხი
  2. საერთო სამაგისტრო გამოცდის A ტიპის ტესტის ჩაბარება
  3. B1 დონის ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება
  4. ონლაინ რეგისტრაცია
  5. შიდა სასკოლო გასაუბრება 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  • დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • ნიშნების ფურცელი
  • რეზიუმე
  • 2 ცალი პასპორტის ფოტოსურათი (იგივე ჩაწერილი CD-ზე)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის)
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარათი
  • სამოტივაციო წერილი

 

პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობაა ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა. ამისათვის, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

 

  • ინგლისური ენის B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • ან ამ ცოდნის დადასტურება უნდა შეძლოს დიპლომის დანართით
  • ან გაიაროს ინგლისურ ენაში შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება/ტესტირება, რომლის შეფასების კრიტერიუმები დგინდება წინასწარ, სკოლის საბჭოს მიერ
  • აპლიკანტები, რომლებსაც დასრულებული აქვთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამები, თავისუფლდებიან აღნიშნული სერტიფიკატის და ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება/ტესტირების ვალდებულებისაგან

 

თარიღები

 

  • საბუთების მიღების ბოლო ვადაა 1-12 სექტემბერი
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 14 სექტემბერს
  • CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ტესტირება ჩატარდება 15 სექტემბერს

 

სწავლების საფასური: პროგრამის სრული ღირებულებაა 9,900 ლარი

 

გადახდის პირობები

 

საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

CU გრანტი

 

CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული

- გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი

- წარმატებით ჩააბარებთ შიდა საგრანტო გამოცდას

 

შიდა საგრანტო გამოცდა შედგება 15 ტესტური კითხვისგან და 3 მოკლე ესეს ტიპის კითხვისგან. ტესტური კითხვები ამოწმებს კანდიდატის უცხო ტექსტის ანალიზის უნარს და მარტივი რიცხობრივი მონაცემების ინტერპრეტაციის უნარს. ესეს ტიპის კითხვები ამოწმებს არგუმენტაციის უნარსა და სასურველი სპეციალობის შესახებ ზოგად ცოდნას.

 

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:

 

CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის ღირებულების 10%-იან დაფინანსებას.