პროგრამის მიმოხილვა

ცენტრალიზებული, ერთ-პარტიული პოლიტიკური სისტემიდან, გეგმიური ეკონომიკიდან და ჩაკეტილი, იზოლირებული მმართველობიდან დეცენტრალიზებულ, დემოკრატიულ, ღია საბაზრო ეკონომიკის, სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ინტეგრირების და მულტი-ვექტორული საგარეო პოლიტიკის მქონე  სახელმწიფოს მშენებლობა მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებებს სახელმწიფოს ორგანიზებაში, მართვაში, ეკონომიკისა თუ საზოგადოების ჩამოყალიბებაში, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის წარმართვაში.

 

დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია, ზემოთ მოცემული ხედვის შესაბამისად საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისა და დიპლომატიური კარიერისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მქონე ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან უახლესი თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რაც ასე აუცილებელია საქართველოსთვის, მისი ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის უზრუნველყოფის, საქართველოს გლობალური პარტნიორობის გაღრმავებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებში სრულფასოვნი ინტეგრირებისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია ამ სფეროში მოქმედი პრაქტიკოსებით და ამ აკადემიური სფეროს გამოჩენილი წარმომადგენლებით საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ისტორიის, საერთაშორისო სამართლის სფეროებიდან. შედეგად, პროგრამა წარმატებით აღწევს დასახულ მიზანს და სტუდენტები ეუფლებიან სიღრმისეულ ცოდნას საერთაშორისო ურთიერთობების, სახელმწიფო მართვის, საგარეო პოლიტიკის, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ორგანიზაციების, გლობალიზაციის, კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებების სფეროებში.

 

აღსანიშავია ასევე, რომ სახელმწიფო მართვის სკოლაში,  ევროკავშირის ერასმუს + პროგრამით დაფინანსებული მასშტაბური პროექტის - „Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia“ (PESTUGE) ფარგლებში, 2016 წელს ფუნქციონირება დაიწყო მშვიდობის კვლევების ინსტიტუტმა (Institute of Peace Studies). პროექტის დასასრულისთვის ინსტიტუტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, თემატური ბიბლიოთეკითა და სტუდენტური სივრცით. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა უკვე აქვთ მონაწილეობა მიიღონ ინსტიტუტის საქმიანობაში (მოუსმინონ საჯარო ლექციებს კონფლიქტისა და მშვიდობის თემაზე, მონაწილეობა მიიღონ თემატური საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო და მოსამზადებელ პროცესში, მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი პროდუქტის, იქნება ეს კონფლიქტების თემაზე ელექტრონული ბუკლეტები თუ სხვადსხვა კვლევითი პუბლიკაციები, შემუშავებაში). აღსანიშნავია, რომ PESTUGE-ს ფარგლებში ორ ქართულ უნივერსიტეტთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს მშვიდობის კვლევებში მსოფლიოში წამყვან ისეთ უნივერსიტეტებთან, როგორიცაა ირლანდიის ტრინიტის კოლეჯი (Trinity College University) და ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University), ასევე ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტი (The University of Innsbruck).

 

სწავლების ენა: პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს  ქართულ და ინგლისურ ენებზე