საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს. აქედან სასწავლო კომპონენტი – 60 ECTS კრედიტი (30 ECTS კრედიტი სწავლება და 30 ECTS კრედიტი სწავლება-ასისტირება) და კვლევით კომპონენტი - 120 ECTS კრედიტი (სადისერტაციო ნაშრომის შესრულება და დაცვა). სადოქტორო პროგრამაზე სწავლის სტანდარტული ვადა შეადგენს 3 წელს. მაქსიმალური ვადაა 5 წელი. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით: შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებით.
საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამა მოიცავს სასწავლო კომპონენტს – 60 ECTS კრედიტი (30 ECTS კრედიტი სწავლება და 30 ECTS კრედიტი სწავლება-ასისტირება) და კვლევით კომპონენტს - 120 ECTS კრედიტი (სადისერტაციო ნაშრომის შესრულება და დაცვა).
პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრი) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამა.