სტუდენტების შეხვედრა საკანონმდებლო ღიაობის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან

17 სექტემბერი 2015
(OGP LOWG) ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
მათ შორის იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტები.

სტუდენტებმა ისაუბრეს საერთაშორისო ტერორიზმისა და ტერორიზმში ახალგაზრდების იდეოლოგიური ჩართულობის შესახებაც და აღნიშნეს, რომ არსებობს კითხვები ისლამური სახელმწიფოთი ახალგაზრდების დაინტერესების მიზეზებთან დაკავშირებით. სტუდენტების განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს საერთაშორისო საზოგადოება ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაუმკლავდეს, რადგან ტერორიზმს, ომს, კრიმინალს, ტრეფიკინგს და ადამიანის უფლებების დარღვევას საზღვრები, ეროვნება და რელიგია არ გააჩნია.

კონფერენციის მონაწილეთათვის წარმოდგენა გამართა სუხიშვილების ეროვნულმა ბალეტმა, რომელმაც სტუმრებს ცეკვები როგორც ტრადიციული, ასევე, განახლებული პროგრამიდან წარუდგინა.

სტუდენტებთან შეხვედრა გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში იყო ორგანიზებული. აღნიშნული კვირეული იყო ერთკვირიანი მოწოდება სამოქალაქო საზოგადოებისა და პარლამენტებისადმი, რათა მათ ხელი შეუწყონ საკანონმდებლო ღიაობას.



{phocagallery view=category|categoryid=711|limitstart=0|limitcount=0}