ბექა დვალის საჯარო ლექცია

13 ივნისი 2019

12 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში გაიმართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბექა დვალის საჯარო ლექცია თემაზე - ,,საქართველოს საგარეო პოლიტიკის აფრიკული ვექტორი“.

 

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

 

  • “რა გვინდა აფრიკაში?” - აფრიკის კონტინენტზე საქართველოს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობა;
  • აფრიკაში საქართველოს დიპლომატიური ძალისხმევის სტატუსი, თავისებურებები, გამოწვევები, შესაძლებლობები;
  • კონფლიქტი აფრიკაში;
  • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა: წარსული, აწმყო, განვითარების ტენდენციები.

 

ლექციის მიზანი იყო აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობისა და ძირითადი მახასიათებლების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და მათი დაინტერესება.

 

ლექციის დასასრულს ბექა დვალმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.