კვლევა

კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევით საქმიანობას. კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია აკადემიური წერის ცენტრი, რომლის ფუნქციაა კოორდინაცია გაუწიოს კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიური წერის სწავლებას, ხელი შეუწყოს აკადემიური უნარების განვითარებასა და პლაგიატის საწინააღმდეგო პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას.

 

ამ მიზნის მისაღწევად, დეპარტამენტი მხარს უჭერს უნივერსიტეტის სკოლებისა და კვლევითი ერთეულების, ასევე აკადემიური და კვლევითი პერსონალის ინდივიდუალურ ინიციატივებს.


დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

 

ურთიერთობა საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან და შესაბამის საგრანტო კონკურსებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა, მათ შორის, შესაბამისი მონაცემების მართვა;

 

უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ადმინისტრირება, მიმდინარე კვლევითი პროექტების პროგრამული მონიტორინგი;


აკადემიური პერსონალის კვლევითი პოტენციალის გასაძლიერებლად, თემატური ღონისძიების დაგეგმვა.