დაგეგმილი

2016 წლის 17-25 სექტემბერს, დაგეგმილია კავკასიის უნივერსიტეტის ,,თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2016’’ - ში მონაწილეობის მიღება. ფესტივალის ფარგლებში იგეგმება შემდეგი ღონისძიებები:

სამეცნიერო პოპულარული ლექცია-სემინარი: ,, სიახლეები ტაო-კლარჯეთის საკვლევი  ექსპედიციების  მასალებიდან’’.

ღონისძიების სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები; აკადემიური და სამეცნიერო წრეები; ფართო საზოგადოება.

ლექცია-სემინარის ჩატარების თარიღი: 20 სექტემბერი


 

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი  სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია: ,,საქართველოში აგრობიზნესის განვითარების ხელშესაწყობად პროფესიული  და უმაღლესი განათლების ინოვაციური ასწავლო პროგრამების დანერგვა’’.

მონაწილეები: საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, კავკასიის უნივერსიტეტის, პროფესიული სასწავლებლებების, აგრობიზნესის წარმომადგენლებისა და სტუდენტების მონაწილეობით.  

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 21 სექტემბერი


 

კავკასიის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პარლამენტთან არსებული ინოვაციების სამჭოს ერთობლივი ვორკშოპი: ,,საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა’’.

ვორკშოპის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ:

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, პარლამენტთან მოქმედი საინოვაციო საბჭოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ”საქპატენტის”, ”საქსტატის”, სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”, უნივერსიტეტების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი ფონდების წარმომადგენლები, მეცნიერები, პრაქტიკოსი სპეციალისტები, სტუდენტები.

ვორკშოპის ჩატარების თარიღი: 22 სექტემბერი


კავკასიის უნივერსიტეტის, რობაქიძის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია –„სამართლის განვითარება თანამედროვე საქართველოში’’.

კონფერენციის ძირითადი თემატიკაა დემოკრატიული სამართლებრივი რეფორმების შემუშავება და მათი რეალიზაცია  კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის სფეროებში.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 25 სექტემბერი