სამეცნიერო ფორუმი „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები“

22 მარტი 2019

29 მარტს, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით „რედისონ ბლუ ივერია“-ში სამეცნიერო ფორუმი „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები“ გაიმართება.

 

ფორუმის მიზანია, საქართველოში მეცნიერების არსებული მდგომარეობის, გამოწვევების, სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვა და სამეცნიერო სფეროში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განსაზღვრა.

 

ფორუმს დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსიტიტუტების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ფორუმი ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით.

 

ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტები - გურამ ლეჟავა და ნუგზარ სხირტლაძე, სადოქტორო სკოლის დეკანი - პაატა ბრეკაშვილი.