კონკურსი სტუდენტების საგანანმანათლებლო პროგრამის მიღმა უნარების განმავითარებელი ინიციატივების შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების/თანადაფინანსების მოსაპოვებლად

27 მაისი 2020

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტების საგანანმანათლებლო პროგრამის მიღმა უნარების განმავითარებელი ინიციატივების შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების/თანადაფინანსების მოსაპოვებლად.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა შესაძლებელია მიიღოს დაფინანსება სასწავლო, კვლევითი და/ან პრაქტიკული უნარების განმავითარებელი აქტივობისთვის საერთაშორისო და/ან ადგილობრივი დონეზე, კერძოდ:

 

ა) ადგილობრივ/საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში  მონაწილეობა/მოხსენების წარდგენა;

ბ) პროფესიულ წრეებში მოხსენების ან საპოსტერო პრეზენტაციის (oral speech / poster presentation) წარდგენა;

გ) ნაშრომის მომზადება და პროფესიულ ან/და სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნება;

დ) საერთაშორისო მოდელირებებში (მათ შორის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში) მონაწილეობის ფინანსური მხარდაჭერა;

ე) საერთაშორისო ან/და ადგილობრივ პროფესიულ კონკურსებში მონაწილეობა. კონკურსის ფარგლებში, დაფინანსდება ფუნდამენტური, გამოყენებითი, აკადემიური საქმიანობის განვითარების ხელშემწყობი კვლევები.

 

განაცხადის წარდგენა შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

 

ა) თითოეული მონაწილე პირის კუმულაციური GPA არის არანაკლებ 2.5;

ბ) თითოეულ მონაწილე პირს არ აქვს დაკისრებული რაიმე ფორმის დისციპლინური პასუხისმგებლობა.

 

მოთხოვნილი დაფინანსება შეიძლება მოიცავდეს სტუდენტის ან სტუდენტთა ჯგუფის მენტორის/ტრენერის/თანმხლები პირის დასაფინანსებელ აქტივობაში მონაწილეობის ხარჯს, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალია.

 

ერთი პროექტის ფარგლებში მოთხოვნილი ბიუჯეტის ზედა ზღვარი შეადგენს 5,000 ლარს.

 

სტუდენტის/სტუდენტთა ჯგუფის მიერ განაცხადი ელექტრონული ფორმით იგზავნება შესაბამის სკოლაში, დასაფინანსებელი აქტივობის დაწყებამდე არანაკლებ ორი თვით ადრე.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

 

ნინო მაჩურიშვილი

ტელ: (+995 32) 237 77 77 (453)

ელ.ფოსტა: nmachurishvili@cu.edu.ge

 

მარიამ ჯინჭველეიშვილი

ტელ: (+995 32) 237 77 77 (419)

ელ.ფოსტა: mjinchveleishvili@cu.edu.ge