საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

17 მაისი 2019

17 მაისს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ინფორმაციას კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე,  როგორებიცაა: აკადემიური პროფილის მართვა (Managing an Academic Profile); სამეცნიერო ჟურნალების მოძიება და შერჩევა; ჟურნალის "Baltic Journal of European Studies (BJES)" გაცნობა.

 

შეხვედრას ჩაატარებს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი არჩილ ჩოჩია.