ტრენინგ ცენტრის შესახებ

კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი 2012 წელს დაფუძნდა კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე.

უნივერსიტეტის 8 სკოლა (ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სახელმწიფო მართვის, ტურიზმისა და ჯანდაცვის) აერთიანებს ყველაზე გამოცდილ და კვალიფიციურ ლექტორებს, რაც სწავლების მაღალ ხარისხზე, წარმატებულ სტუდენტებზე, მათი დასაქმების უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელსა და საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს.

სწორედ უნივერსიტეტის ამ მიღწევებმა განაპირობა ის, რომ ტრენინგ ცენტრმა კვალიფიციური ტრენერებისა და გამოცდილი სასწავლო პრაქტიკის მეშვეობით, მოკლე ხანში შეძლო წარმატებული პროექტების განხორციელება.