ტრენინგ ცენტრის შესახებ

 ტრენინგ ცენტრი, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული, შეიქმნა 2012 წელს. 


უნივერსიტეტის 11 სკოლა (ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურისა და დიზაინის,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სახელმწიფო მართვის, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკისა და განათლების სკოლებისგან) აერთიანებს ყველაზე გამოცდილ და კვალიფიციურ ლექტორებს, რაც სწავლების მაღალ ხარისხზე, წარმატებულ სტუდენტებზე, მათი დასაქმების უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელსა და საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს.

სწორედ უნივერსიტეტის ამ მიღწევებმა განაპირობა ის, რომ ტრენინგ ცენტრმა კვალიფიციური ტრენერებისა და გამოცდილი სასწავლო პრაქტიკის მეშვეობით, მოკლე ხანში შეძლო წარმატებული პროექტების განხორციელება.