შეხვედრა ანდრო დგებუაძესთან - CU-ის კურსდამთავრებულთათვის

1 ოქტომბერი 2024

28 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტისა და კომპანია ოტო მოტორსის პარტნიორობით, CU-ის კურსდამთავრებულთათვის, გაიმართა შეხვედრა ბიზნეს კონსულტანტ და ფილოსოფოს ანდრო დგებუაძესთან.

 

შეხვედრის მთავარი თემა იყო "მე - ლიდერი".

 

შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ლიდერშიფი და მასთან არსებული გამოწვევები, ხარისხის ფილოსოფია და მისი მნიშვნელობა. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ ჩართულიყო დისკუსიაში და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.